(video) „ნაციონალური მოძრაობა“ აფხაზეთის რეგიონალურ ორგანიზაციას აფუძნებს

„ნაციონალური მოძრაობა“ აფხაზეთის რეგიონალურ ორგანიზაციას აფუძნებს. როოგრც პარტიაში აცხადებენ, ორგანიზაციის მთავარი მიზანი დევნილთა უფლებებზე მუშაობა, დევნილების უფლებების დაცვა და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლა იქნება. ორგანიზაციის სადამფუძნებლო კონფერენციაზე ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბესო შენგელია დასახელდა.

“ცალსახად ვაცხადებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია იქნება ერთ-ერთი მთავარი ძალა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად საქართველოში. ჩვენ ვიზრუნებთ, დავიცავთ დევნილთა უფლებებს და ვაცხადებთ, რომ დამოუკიდებლობა აფხაზეთის გარეშე კოჭლია და ვიბრძოლებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისთვის”, – განაცხადა ბესო შენგელიამ.

დღესვე დაფუძნდა ორგანიზაციის პოლიტსაბჭო. კონფერენციას ესწრებოდნენ პარტიის რეგიონული წარმომადგენლები. მათ სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელიც კონფერენციაზე სკაიპის საშუალებით ჩაერთო.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/unmabkhazeti/videos/1380357288746215/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრი გახდა
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქცია – „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“