„ნაციონალური მოძრაობა“ ან მასთან ასოცირებული მოძრაობები რაიმეს თუ ჩააფლავებენ, მაშინვე იწყება ჩვენზე ყველაფრის გადმობრალება“ – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახა ოქრიაშვილის ბრალდებებს პასუხობს.

მისი თქმით, სირცხვილია, როცა კახა ოქრიაშვილის მსგავსი ადამიანი მორალზე ლაპარაკს დაიწყებს.

„დიდი ხანია შევეშვი მსგავსი ტიპის პოლიტიკურ კინკლაობებს, მაგრამ ამ კაცს როგორც ჩანს გამჩენი არ ასვენებს.

2020 წელს ხუნდაძესთან ერთად, „მაჟორიტარების ამბოხის“ მომწყობი კახა ოქრიაშვილი მორალზე რომ დაგიწყებს ლაპარაკს. თან ის ადამიანი, საკუთარი ფარმაცევტული ბიზნესის საპატრონედ, ხან ნაცების და ხან ოცნების კვოტით რომ დეპუტატდება და მისი ყოველი სადეპუტატო რაუნდისას, ხალხის გაღარიბების ხარჯზე, წამლების ფასებს რომ აძვირებს მხოლოდ.

მოკლედ ტრენდად იქცა, რომ ნაციონალური მოძრაობა ან მასთან ასოცირებული მოძრაობები რაიმეს თუ ჩააფლავებენ, ან არანაირი გეგმა არ აქვთ კრიზისის განმუხტვის, მაშინვე იწყება ჩვენზე ყველაფრის გადმობრალება. გეგონება, რამე არნახული გეგმა ჰქონდეთ დადებული და ვინმე უწუნებდეს.

მეგობრებო, 6 თქვე გვაქვს და ამ ექვს თვეში 12 პუნქტიანი დავალება შესასრულებელი!!!“, – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში200 ლიკვიდირებული და 300 დაჭრილი რუსი – უკრაინამ ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურა
შემდეგი სტატიაშვეიცარიაში საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებული პრინციპები შეიმუშავეს