„ნაციონალური მოძრაობა“ 4 ნოემბრის პოლიტსაბჭოზე კენჭისყრის შედეგებს აქვეყნებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 4 ნოემბერს გამართულ პოლიტსაბჭოზე კენჭისყრის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც პარტიის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიტსაბჭოს სხდომას 60 წევრიდან ესწრებოდა 47 წევრი.

ხმის მიცემის შედეგები კი ასეთია:

ახვლედიანი მამუკა – მომხრე; ბალავაძე ვახტანგ – მომხრე; ბარამიძე გიორგი – მომხრე; ბეჟაშვილი ლევან – არ ესწრებოდა; ბიბილაშვილი ზაზა – წინააღმდეგი; ბობოხიძე აკაკი – მომხრე; ბოკერია გიორგი – მომხრე; ბოკუჩავა თინათინ – მომხრე; ბუცხრიკიძე კახა – არ ესწრებოდა; გაბაშვილი გიორგი – მომხრე; გოგორიშვილი ხათუნა – მომხრე; გუნავა თენგიზი – მომხრე; დარჩიაშვილი დავითი – მომხრე თარგამაძე გიორგი – მომხრე; თარხნიშვილი ლევანი – მომხრე; თევდორაძე გიორგი – მომხრე; თაქთაქიშვილი ჩიორა – წინააღმდეგი; კალანდაძე ნინო – წინააღმდეგი; კანდელაკი გიორგი – მომხრე კარბელაშვილი გიორგი – წინააღმდეგი; კედელაშვილი ზაზა – მომხრე; კირკიტაძე დავითი – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია; კუპრავა გოჩა – არ ესწრებოდა; ლემონჯავა ვახტანგი – წინააღმდეგი; ლეჟავა პაატა – არ ესწრებოდა; ლონდარიძე ტარიელი – მომხრე; მაჭავარიანი მიხეილი – მომხრე; მახარაძე მიხეილი – არ ესწრებოდა; მეგრელიძე ომარი – წინააღმდეგი; მელიქიშვილი ზურაბი – წინააღმდეგი; მინაშვილი აკაკი – წინააღმდეგი; მჭედლიძე ქეთევანი – მომხრე;ნადირაშვილი ირმა – მომხრე; ნადირაძე ირაკლი – არ ესწრებოდა; ნიკოლაიშვილი რამაზი – არ ესწრებოდა; ოჩიაური ხათუნა – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია; პატარაია გიორგი – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია რატიანი სერგო – მომხრე; სუბელიანი კობა – მომხრე; სულეიმანოვი აზერ – არ ესწრებოდა; ქავთარაძე ირაკლი – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია; ღვინიაშვილი გიორგი – მომხრე; ჩილინგარაშვილი ზურაბ – მომხრე; ჩიტაშვილი ვაჟა – მომხრე; ჩიქოვანი მამუკა – მომხრე; ცისკარიშვილი პეტრე – მომხრე წერეთელი გიორგი – მომხრე; წიკლაური ნუგზარ – წინააღმდეგი; ჭიაბერაშვილი ზურაბი – მომხრე ხაბაზი კობა – წინააღმდეგი; ხერხეულიძე ეკატერინე – არ ესწრებოდა; ჯავახაძე ელენე – მომხრე; მერაბიშვილი ივანე – არ ესწრებოდა; საჯაია მარიამი – წინააღმდეგი; ტყეშელაშვილი დავითი – არ ესწრებოდა; ვარშალომიძე ლევანი – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია; უგულავა გიგი – არ ესწრებოდა; პეტროსიანი სამველ – არ ესწრებოდა.

ამასთან, პარტიის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე და დავით დარცმელიძე კენჭისყრის დროს არ იმყოფებოდნენ დარბაზში, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდნენ სხდომაზე და ითხოვეს მათი ხმების დაფიქსირება მომხრედ.

4 ნოემბრის პოლიტსაბჭოზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება მიიღო.

„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ პარტიული აქტივისტების ნაწილი, პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში მიმდინარე დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე გასცდა ნორმალური განხილვის ფარგლებს და პარტიის ლიდერების მიმართ ყოვლად ბინძური კამპანია აწარმოა. ეს კამპანია ეფუძნებოდა სიცრუეს და პარტიის ლიდერების მიმართ აშკარა ცილისწამებას. ამ კამპანიამ სარგებელი მოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, რომლის მომხრეებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სამარცხვინო პროცესს.

კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი.

ჩვენი პარტიის კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის ვინც აღიარებს ჩვენს ღირებულებებს, პატივს სცემს პარტიის წესებს და შიდაპარტიული დემოკრატიის მექანიზმებს“-ნათქვამია 4 ნომბრის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე: შავ ზღვაზე უსაფრთხოება საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა
შემდეგი სტატიამედია ობამას სურვილზე საუბრობს, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი გაანთავისუფლოს