“ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლის ბიუჯეტი პროექტს მხარს არ დაუჭერენ

“ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლის ბიუჯეტი პროექტს მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
როგორც ხერხეულიძემ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა, ქვეყანაში ყველა მესამე ადმიანი სიღარიბის ზთვარს მიღმა იმყოფება და ეს ხელისუფლების დამსახურებაა.
“ის, რომ დღეს თქვენ ფლობთ მინისტრის პორტფელს, არ გახლავთ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების დამსახურება. ეს გახლავთ თქვენს მიერ კარგად გაყიდული საარჩევნო ტყუილის დამსახურება.
თქვენ ქართველი საზოგადოება და ხალხი უტიფრად მოატყუეთ და სთავაზობდით ეკონომიკურ კეთილდღეობას, სანაცვლოდ კი მოუტანეთ ქვეყანას ეკონომიკური უბედურება. დღეს საქართველოში იმაზე მეტი გაჭირვებულია, ვიდრე ნორმალურად მცხოვრები ადამიანი. ეს არის ტრაგედია. ყველა მესამე ადამიანი საქართველოში არის ხელმოკლე. ეს არის დამსახურება იმის, რომ თქვენს მიერ მოტყუებულ ხალხს ერთი დაპირებაც კი არ შეუსრულეთ. როდესაც თქვენ ითხოვთ მხარდაჭერას, მე მაქვს მორალური პასუხისმგებლობა და ვეცდები ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მხარი არ დავუჭირო ამ პროექტს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ უნიათო ხელისუფლებას იოტისოდენა წინგადადგმული ნაბიჯიც კი არ მოუტანია ქვეყნისთვის. თქვენ უნდა დატოვოთ თანამდებობა. თქვენ თუ ამ ქვეყნის პატრიოტი ხართ, უნდა მისცეთ შესაძლებლობა მოქალაქეებს უკეთესი დღე მოუტანოთ”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
პარლამენტში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში, ტელეცენტრ ოსტანკინოს ეკლიანი ღობე შემოავლეს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი აშშ-ში საგამოძიებო ბიუროს ექსპერტიზის ლაბორატორიას ეწვია