“ნაციონალური მოძრაობა” 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული 5 ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემას ითხოვს

”ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ნარმანიას თბილისის მთავრობის დათხოვნას ურჩევენ.

თბილისის საკრებულოს უმცირესობა მერიის დადგენილებაში ცვლილების შეტანას მოითხოვს, დადგენილება 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ პირებს ეხება. უმცირესობის განცხადებით, დადგენილება არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, რაც ერთი წლის წინ დაზარალებულთა ნაწილს, სულ ხუთ ოჯახს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

”ახალი ინიციატივით მივმართავთ საკრებულოს, ნორმატიული აქტის პროექტით, რომლის მიხედვითაც ვითხვთ, რომ ადამიანს და ოჯახებს, რომელთაც 2007 წლამდე ანუ აღიარების კანონის შემოღებამდე გააჩნდათ წლების მანძილზე საკუთრება ამ ტერიტორიაზე და არ ქონდათ ეს საკუთრება აღიარებული, ადეკვატურად აუნაზღაურდეთ ეს ზიანი“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, სევდია უგრეხელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ტურავამ თავმჯდომარისგან შენიშვნა მიიღო- “რუსთავი 2”-ის საქმე
შემდეგი სტატიაკორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები “კალა კაპიტალისგან” თანხის ჩარიცხვას უარყოფენ