შედგება თუ არა დიდი ოპოზიციური ერთობა გადამწყვეტი არჩევნების წინ? – მამაუკა ხაზარაძე ალეტრანტიულ პოლიტიკურ ცენტრზე საუბრობს, თუმცა “ლელოს” ლიდერი “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას კატეგოროულად გამორიცხავს.
ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთ სიაში არ ვიქნებით. ამას ძალიან მკაფიოდ ვამბობდით, ვამბობთ და გავიმეორებთ მომავალშიც. ვერანაირი არგუმენტი მე ვერ დამარწმუნებს, რომ ეს იქნება საჩუქარი “ოცნებისთვის”. ჩვენ არ ვართ “ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა დიდი სურვილი აქვს “ოცნებას”, რომ რამენაირად მიგვაწებოს ამასთან. ეს არ გამოუვათ, შესაბამისად, ალტერნატიულ ცენტრს ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. საკმაოდ საინტერესო საუბრები გვაქვს. ეს იქნება ცენტრი “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე”, – ამბობს ხაზარაძე.
ოპოზიიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე პროდასავლური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთი სიის ქვეშ უნდა მოხდეს და ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს.