21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნები ყრილობის ჩატარების შემდეგ დაინიშნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა პარტიაში მიმდინარე შიდაორგანიზაციულ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გარდამავალი პერიოდია, რის გამოც თავმჯდომარეობის კანდიდატებზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი ყრილობის თარიღი, სადაც დროებითი მმართველობითი ორგანო დაკომპლექტდება, რის შემდეგაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება.

ფავლენიშვილმა დაადასტურა, რომ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება და ბრძოლას აგრძელებს. პოლიტიკოსის განმარტებით, ეს გუნდის თითოეული წევრის სურვილია.

„როგორც ვფლობ ინფორმაციას და მან როგორც განაცხადა, რჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, აგრძელებს ბრძოლას. რა თქმა უნდა, ეს ყველა ჩვენგანის დიდი სურვილია. მისთვის არასოდეს ყოფილა თავმჯდომარეობა ბრძოლის ერთადერთი ფორმა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშიო მესამე: სამეგრელოს სილამაზისა და კულტურის შეცნობის გარეშე შეუძლებელია ქართული სულის გაგება
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნებაზე: გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია