“ნაციონალურ მოძრაობაში” ბრალდებებს ეხმაურებიან და ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში” ქართული ოცნებსი ბრალდებებს პასუხობენ. პარტიის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს წინასაარჩევნო პროცესი აბსრუდული ბრალდებებით წარმართოს – „ასეთი ბრალდება მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს – “ქართული ოცნება” დარწმუნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა აქვს და ახლა ყველანაირი მეთოდით ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალოს”, – განაცხდა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა