„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის მძიმე კრიზისი, რომელიც განპირობებულია იმ ანტისახელმწიფოებრივი, ანტისისტემური და ანტიევროპული ქმედებებით, რომლითაც ეს პარტია გამოირჩევა – იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ღრმა და მძიმე კრიზისია.

იონათამიშვილის თქმით, ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან „განპირობებულია იმ ანტისახელმწიფოებრივი, ანტისისტემური და თუნდაც ანტიევროპული ქმედებებით, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა“.

„ისინი ცდილობენ, დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართულ სახელმწიფოს და ევროპულ ინტერესებს, მაგრამ საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან მხოლოდ საკუთარ თავს და ერთმანეთს. შესაბამისად, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან სახელმწიფო მნიშვნელობის პროცესებს და ამოცანებს, ლოგიკურად დაასრულებენ იმით, რომ მათი არსებობა ქართული პოლიტიკური სივრციდან გაქრება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა ნიკა მელიას განცხადების შეფასებისას.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ჯგუფს მიმართა: „როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი და ენმ-ის გამარჯვებით მარცხდება ოლიგარქი, ტყვეობიდან თავისუფლდება სააკაშვილი. ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით კი, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს“. მისივე თქმით, არის მცირე ჯგუფი, რომელიც პარტიის მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ საყრდენის გამოცლას.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ თუ ოდესმე პოლიტიკაში დაბრუნდება, მისი არეალი იქნება უკრაინა და არა საქართველო – იმის აჩრდილი არ არის, რაც იყო, უკვე სულ სხვა ადამიანია – გელბახიანი
შემდეგი სტატიაადვოკატის განცხადებით, სასჯელის გადავადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანონ