ნაციონალურ მოძრაობას ზოგი ემეგობრებოდა, ზოგი ბიზნეს აკეთებდა და ზოგიც ნაციონალური მოძრაობის ელიტაში იჯდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, “იმედის დროში” მასსა და ქართულ ოცნებას შორის არსებულ ურთიერთობაზე ილაპარაკა და მათ შორის რიგ საკითხებთან დაკავშირებით არსებულ განსხვავებული პოზიციებზე გააკეთა აქცენტი.

“მეტოქედ არავის მივიჩნევ, არც კვირიკაშვილს და არც კობახიძეს. ვფიქრობ, რომ პარტნიორობის ნაკლებობაა და არა მეტოქეობის. არცერთ მომენტში არ მქონია მათთან დაპირისპირების განცდა,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა ოცნების მიერ მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები გაიხსენა, როდესაც ოცნება პრეზიდენტს ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინირებულ მუშაობაში ადანაშაულებდა.

“ოცნება მეუბნებოდა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ვიყავი კოორდინირებული. ჩემნაირი ისტორია სააკაშვილთან დაპირისპირების ოცნებაში არავის აქვს. ნაციონალურ მოძრაობას ზოგი ემეგობრებოდა, ზოგი ბიზნეს აკეთებდა და ზოგიც ნაციონალური მოძრაობის ელიტაში იჯდა. და დღესაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ქართული ოცნების ელიტაში სხედან. ეს ხალხი მეუბნებოდა , რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ვარ შეკრული. ასე, რომ მედიის მეშვეობთ საზოგადოებას ძალიან ბევრ მოგონილ რამეს აწოდებნდნენ,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “იმედის დროს” ეთერში.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის გაჩერებით ქართულ დემოკრატიას სერიოზული დარტყმა მიადგება
შემდეგი სტატიაკონსიტუცია ერთ პიროვნებაზე მორგებით არ იწერება