„ნაციონალურ მოძრაობას“ წინამძღვრები მიჰყავდა უცხოეთში, ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ წინამძღვრები მიჰყავდა უცხოეთში, ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ. როდესაც ციხის კადრები გავიდა, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში და პირდაპირ მოსთხოვეს საპატრიარქოს, თუ მათ ჩვენ მხარს არ დავუჭერდით ამ კადრებს აუცილებლად გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩაგვაგდებდნენ,-ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

დეკანოზის მტკიცებით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი მათ ეკლესიის გაქრობით ემუქრებოდა. კეკელია არ ასახელებს აღნიშნულ პირს და ამბობს, რომ ის „ღმერთმა უკვე დასაჯა“

„ყველაზე დიდი ფული ეკლესიაში დახარჯა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ , ყველაზე დიდი დაფინანსება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიდან წამოვიდა. მახსოვს, რომ წინამძვრები მიჰყავდათ უცხოეთში ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ ამას და მთელი ეს ვიდეო გადაღებები, ფარული ჩანაწერები.. ..როდესაც ციხის კადრები გავიდა, მაშინ საპატრიარქოში ვიყავი, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში და პირდაპირ მოსთხოვეს საპატრიარქოს, კადრების შემდეგ თუ მათ ჩვენ მხარს არ დავუჭერდით, აუცილებლად ისინი ამ კადრებს ნელ-ნელა გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩაგვაგდებდნენ.

26 მაისს, როდესაც მიტინგი დაარბიეს, მაშინაც იქ ვიყავით, პატრიარქი ტელეფონზე დავალაპარაკეთ, ვინც უფროსები იყვნენ, მათ დავალაპარაკეთ, კინო “რუსთაველში” როცა შევედით, მეუფე იაკობმა ხმამაღლა ჩართო ტელეფონი და ვთხოვდით ხალხი არ ეცემათ, ასეთი რამ გვითხრეს – კომუნისტების დრო მოგენატრებათო, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ თქვენ, ისეთ დღეში ჩავარდებით მღვდლები, კომუნისტების დროს ინატრებთ, საერთოდ გავაქრობთ ეკლესიის სახელს. ეს გვითხრა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ვინც ამათ მართავდა. ის ისეთი ადამიანია, ღმერთმა უკვე დასაჯა და კიდევ დაისჯება ღვთის წინაშე“,-აცხადებს დეკანოზი კეკელია.

 

banner
წინა სტატიაშიდედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი გრძელდება