„ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია ნებისმიერ გზაზე წავიდეს, თუნდაც, გამოიყენოს „ფეიკ” მღვდელი მიზნების მისაღწევად – ვოლსკი

ვითარების ტრაგიზმზე მიუთითებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია ნებისმიერ გზაზე წავიდეს, თუნდაც, გამოიყენოს “ფეიკ” მღვდელი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“არსებობენ, მე მინახავს ქუჩაში ვიღაცები ანაფორაში და ფულს თხოულობენ, ვითომ მანქანა გაუფუჭდათ და ეკლესიის მიმართ პატივისცემა განაპირობებდა, რომ ადამიანები დახმარებოდნენ. არც ეს არის ცუდი და დიდად გამაღიზიანებელი, უბრალოდ, სასაცილოა, მაგრამ როცა ამ რესურსს კონკრეტული პოლიტიკური ძალა იყენებს და საზოგადოებას ატყუებს, რომ სასულიერო პირია მათთან ერთად მით უმეტეს, შიმშილობაში, ასეთ ცოდვაში ჩადგა ფეხი მათთან ერთად, ეს ვითარების ტრაგიზმზე მიუთითებს, რომ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას შეუძლია, რომ ნებისმიერ გზაზე წავიდეს, თუნდაც, გამოიყენოს “ფეიკ” მღვდელი თავის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად,”- განაცხადა ვოლსკიმ.

წინა სტატიაშიადვოკატები 7 ნოემბრის საქმეზე ნინო ბურჯანაძისა და ზაზა გოგავას ხელახლა დაკითხვას მოითხოვენ
შემდეგი სტატიამასობრივი შიმშილობა ხელისუფლებასთან შესაძლო დიალოგის პროცესს ხელს ვერ შეუშლის – ბარამიძე