“ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში ორი ფრაქცია ეყოლება

“ენმ”-ს პარლამენტში 2 ფრაქცია ეყოლება, რომლებსაც ნიკა მელია და ელენე ხოშტარია უხლემძღვანელებენ:

“გვექნება ორი ფრაქცია, ერთს უხელმძღვანელებს ნიკა მელია, მეორეს ელენე ხოშტარია. ჩვენი პრიორიტეტები იქნება, ის მთავარი პრიორიტეტები, რომელიც ქვეყანაშია და რომელზეც უმრავლესობა არ ილაპარაკებს. ჩვენ ვიქნებით ხმა იმ ადამიანების, რომლებიც არ იქნებიან წარმოდგენილი “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ნიკა მელია: “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევსულიყავით და აგვეთვისებინა ის პოლიტიკური არენა, სადაც შეიძლება აქტიურად ვებრძოლოთ ივანიშვილის რეჟიმს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ძალიან დიდი დისკომფორტი შევუქმნათ,“ – აღნიშნა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიკახეთში მაღაზიები და აფთიაქი გაქურდეს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: საჭიროებას ვერ ვხედავ, რაიმე სახელმწიფო თანამდებობა დავიკავო