„ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმენაირი კოალიციის შექმნა ძალიან გაუჭირდება. კვიპროსზე ფრენებიც იმას ადასტურებს, რომ შიგნით აქვთ პრობლემა და ეს არც იმალება, ღიად არის გამოსული, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მაქსიმალურ დასუსტებას უსურვებს.
„რადგან რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება, ეს ერთმანეთზე დამოკიდებულია. კეზერაშვილი პრობლემა კი არა, ნაძირალაა. „ნაცმოძრაობა“ ლიკვიდაციის გზაზეა და წარმატებას ვუსურვებ. კეზერაშვილი გაქანებული გარეწარია – ფული მოჰპარა ქართულ არმიას და შემდეგ ევროპელ მოხუცებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.