“ნაციონალურ მოძრაობას” ახალი რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე ჰყავს

“ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი ხარჩილავა აირჩიეს.

რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები გახდნენ ლევან კონჯარია და თეიმურაზ ჯანაშია.

„მოგესალმებით წალენჯიხიდან, რომლის დასახელებაც ასოცირდება გამარჯვებასთან და გამარჯვებულ რაიონთან ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე და ამ ეტაპებზე ისტორიის ნათელ პოზიციებზე დგომით და ყოველთვის გამარჯვების სურნელის მოტანით.

„თუ რამე შენს ძალ-ღონეს აღემატება, ნუ იტყვი, რომ ის ზოგადად ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება,ხოლო თუ რამე ერთ ადამიანს ხელ ეწიფება, ჩათვალეთ, რომ ის გეწიფება შენც, გწამდეს“ – ავრელიუსის ეს სიტყვები ყველაზე ნათლად უხდება ამ დარბაზობას, რადგან ის ერთი ადამიანი ციტატაში ათასწლეულების წინ ნაგულისხმები ყოველთვის ისტორიაში ის ერთი ადამიანი, რომელმაც დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო შექმნა, საფუძვლები შექმნა, ის გახლავთ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა, ხოლო შემდეგ, საკუთარი სიცოცხლის შემდგომ ეტაპზე, მაღალი ტრიბუნებიდან დიდი ევროპული კარიერიდან ჩამოვიდა საქართველოში როგორც პუტინის ტყვე, მძევალ, გისოსებში მოქცეულ საქართველოში და საკუთარი თავისუფლება, სიცოცხლე ქართველ ხალხს ჩააბარა, რათა მასთან ერთად ებრძოლა ამ პუტინის იმპერიიდან, ამ ბოროტების იმპერიიდან გასათავისუფლებლად და ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი.

დღეს, შეიქმნა რეგიონალური საბჭო, რომელიც ფუნქციონალურად გულისხმობს როგორც კოორდინირებას პოლიტიკური პროცესების რეგიონში და სწრაფ რეაგირებას მოსახლეობასთან კომუნიკაციასთან ერთად, ამასთან მინდა გაგახსენოთ მიშას პოლიტიკის ნაბიჯები, ის გადიოდა ხალხში, ის იყო სკოლებში, სკვერებში, მოედნებზე, მან პოლიტიკა გახადა სახალხო, პირადად მიდიოდა თითოეულ თქვენგანთან და ჩვენ ეს პოლიტიკა უნდა დავაბრუნოთ რეგიონებში, ჩვენ უნდა მოვიცვათ ქალაქები, ქუჩები, სკვერები, მოედნები, ჩვენ უნდა შევავსოთ ეს სივრცე, რადგან არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია ისეთი ძლიერი რეგიონალური ორგანიზაციები, როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მიყვება წინ ისეთი ხელწერა, როგორიც მიყვებოდა მიხეილ სააკაშვილს.

არ არის ადვილი, გუშინ ზუგდიდში არ გვაღირსეს დარბაზი, ამას წინ კიდევ ბათუმში და ჩვენ ელემენტარული პოლიტიკური სპარინგის პირობებში თანაბარი ბრძოლა არ გვაქვს. მე, როგორც მერი წალენჯიხაში ყველა პოლიტიკურ ძალას ვუთმობ დარბაზს, მობრძანდნენ, გამართონ დისკუსიები და თავისუფლების ნამდვილი პოლიტიკური ბრძოლის, კულტურის, თანაბარი პირობების სივრცეს ვუქმნი კარსმომდგარი არჩევნებისთვის. ჩვენ გველის ძალიან რთული თვეები არჩევნებამდე, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს იდეა და ეს იდეა, რომელიც გულისხმობს ყველა ქართველის კონსოლიდირებას ერთი ბოროტი კოლაბორანტი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ ინიციატივის აღებას, რეგიონებში საბჭოების მიერ, დედაქალაქში დედაქალაქის ლიდერშიფის მიერ და მთლიანობაში ჩვენ უნდა მოვიცვათ მთელი ქვეყანა ჩვენი პოლიტიკური ზეწოლით, რათა ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს საქართველოში ოლიგარქია.“ – განაცხადა გია ხარჩილავამ.

banner
წინა სტატიაშიისრაელის მედია – ისრაელი ეგვიპტეში მომლაპარაკებელთა ჯგუფს არ გაგზავნის
შემდეგი სტატიარეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს ადამიანი, რომელსაც აქვს გამარჯვების გამოცდილება – ხაბეიშვილი გია ხარჩილავაზე