ნაციონალისტების ინტერნაციონალი: ევროპელი მემარჯვენეები ევროპარლამენტში ალიანსს შექმნიან

იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი ვარშავაში პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერს იაროსლავ კაჩინსკის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მათეუშ მორავეცკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს იოაჰიმ ბრუზდინსკის შეხვდა. სალვინის სურს კაჩინსკი დაიყოლიოს ანტიიმიგრანტული პარტიების კოალიცია შექმნან ევროპარლამენტის მაისის არჩევნებისთვის.

“პოლონეთი და იტალია ევროპის ახალი გაზაფხულის ყვავილები იქნებიან, ევროპული ღირებულებების აღმდგენები” – სალვინიმ თქვა პრეს-კონფერენციაზე და დაამატა, რომ პოლონელ კოლეგასთან “ახალი ევროპის მშენებლობაზე” ისაუბრა.

ჯერჯერობით, ალიანსში არიან ფრანგი მარინ ლე პენის “ნაციონალური გაერთიანება” (ყოფილი “ნაციონალური ფრონტი”), სალვინი და მისი “ლიგა”, ავსტრიული “თავისუფლების პარტია”, ჰერტა ვილდერსის ჰოლანდიური “თავისუფლების პარტია”, იაპონური წარმოშობის ჩეხი ტომიო ოკამურა და მისი “თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის პარტია”. მათ, ასევე, იმედი აქვთ, რომ მათთან გაერთიანდება უნგრული “ფიდესი”, რომელსაც ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და სხვები, რომ ევროპარლამენტში ძლიერი ბლოკი შექმნან – “ბიბისი” წერს.

ევროპარლამენტის არჩევნები 23-26 მაისს შედგება. წინა არჩევნები 2014 წელს იყო.

banner
წინა სტატიაშიევროზონაში უმუშევრობა უკანასკნელ ათწლეულში მინიმუმამდე დავიდა
შემდეგი სტატიაჯერ Apple, შემდეგ Samsung-ი – რატომ არ იყიდება ტეელფონები და რა შუაშია ჩინეთი