ნაციონალებმა სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა – ამ მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. აქცია თბილისიდან დაიწყო და საქართველოს ქალაქებშიც გაგრძელდება. პარტიაში აცხადებენ, რომ ის პროცესები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარეობს, სამართალთან კავშირი არ აქვს და ეს ყველაფერი საქართველოს დემოკრატიას უქმნის საფრთხეს:

“იმ პროცესებს, რომლებსაც ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოსთან და სამართალთან. ამ პროცესების მთავარი მიზანია ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების პირადი ანგარიშსწორებაა მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
ამ პროცესებს ჩვენ შევყავართ ჩიხში. ეს ანგრევს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ძირს უთხრის სახელმწიფო ინსტიტუტებს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში650 ათასი ლარი ბიუჯეტიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის – სასამართლო დავები და “საიას” კვლევა
შემდეგი სტატიასააკაშვილის ახალ ადვოკატს გირგვლიანის საქმის მასალების გასაცნობად 9 დღე აქვს