ნაციონალების პოლიტიკური სტრატეგია, თუ ოცნების სრული იდიოტიზმი?

ნაციონალების პოლიტიკური სტრატეგია, თუ ოცნების სრული იდიოტიზმი? – “ქგვალო გეხანგ”-ეს (მთლად გაგიჟდნენ) აჟიაოტაჟი, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეა ატეხილი, გაკვირვებას იწვევს და ბადებს კითხვას, რატომ ასეთი თავგანწირული ბრძოლა, ამჟამად არაფრისმომცემ საპრეზიდენტო სავარძელზე?

ამ შეკითხვაზე პასუხის განსაკუთრებით საინტერესოა, “ქართული ოცნების” ადრინდელი გაკეთებული განცხადების ფონზე, რომ თავის კანდიდატს არ დააყენებდა. “ქართული ოცნების” მხრიდან, დამოუკიდებლ ან ოპოზიციურ კანდიდატზე, საპრეზიდენტო კანდიდატურის დათმობის იმიტიაციამ, ორი კვირაც ვერ გასძლო და მმართველი პარტია, ე.წ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭრით, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოის მარათონში ჩაეება . გაახსენდათ, რომ „საქართველოს ბედი წყდება” პირველ ტურში,

ადრე “დამოუკიდებელი” და ეხლა უკვე ოცნების კანდიდატის დამარცხებამ, თუმცა ეს მარცხი დროებითია, მმართველი პარტია სულ გააცოფა და შეიძლეაბ ითქვას “ვაბანკზე” მიდის. უაზრო და უხვი დაპირებებით „ქართულმა ოცნებამ” ბოლომდე ამოწურა დაპირბების ნუსხა და მთავრ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არაფერი დაიტოვა, რითაც საკუთარ არსებობას, კარზე მომდგარ საპარლამენტო არჩევნებში, რისკის ქვეშ აყენებს.
ძნელად დასაჯერებელია, ნებსით თუ უნებლიედ, ნაიცონალურ მოძრაობის და კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიამ გაუმართლა. არაფრის მომცემ თანამდებობაზე ააგდეს ოცნება და ყველა “კოზირი” გადააყრევინეს.

გახდება თუ არა მეორე ტურის შემდგე გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი, ეს უკვე ნაციონალებისათვის არაფერს წყვეტს, მათთვის მთავარია ის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებს წინ ოცნებას მესამედ იგივე დაპირებების განმეორებას არავინ დაიჯერებს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, „ააგდეს“ ბიძინა და მეგურლად რომ ვთქვათ – გვალო გეხანგუ: “ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი,” – ბიძინა ივანიშვილი – ეს რომ შეუძლებელია, დამწყებ პოლიტიკოსაც ესმის, რაც 6 წელი ვერ გააკეთდა, 1 წელიწადში ვერ მოესწრება და გუგული მაღაძის “საარჩევნო კლასიკა” მომავალში არ გაამართლებს.

გიორგი ალანია, ჩეხეთი

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ოთარ ფარცხალაძის ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიანავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს, 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა