„ნაციონალები“ ზუგდიდის აღებას რევანშით აპირებენ – „ოცნების“ მეგრული დილემა

„არჩევნების ეპიცენტრი კვლავ თბილის და სამეგრელო, კერძოდ, ზუგდიდი იქნება,“ – ამის შესახებ „თაიმერს“ კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, რომელიც ქართული პილიტიკის სამზარეულოში ძირფესვიანად ერკვევა. „თაიმერის“ წყარო თემას უფრო შლის და ამბობს, რომ „ნაციონალები“ თბილისის მოსაგებადაც იბრძოლებენ, მაგრამ მთავარ დარტყმას მაინც ზუგდიდზე მიიტანენ.

„დღეს „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოს წევრთა სიის პრეზენტაციას გამართავს, ხვალ, ანუ 2 სექტემბერს საზოგადოება იმ ადამიანთა ვინაობას გაიგებს, ვისაც მმართველი პარტია იმერეთში უპირებს გამერებას და გამგებლად გაყვანას, მაგრამ აი, სამეგრელოს ამბავი კი გაურკევევლია. მართალია, კულუარებში იციან, მაგალითად, ზუგდიდის გამგელის პოსტზე „ოცნება“ ვის დაასახელებს, მაგრამ ბოლო წუთს შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეს კულუარული კანდიდატურა აბსილუტურად სხვა პიროვნებით შეიცვალოს, რის გამოც „ოცნებას“ დამატებითი პრობლემა შეექმნება,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო, რომელიც აქვე დასძენს, რომ ყველაზე სასაცილო მაინც აბაშის გამგებლის ქეისია, რომელიც ზვიად ძიძიგურის პროტეჟეა, რომელსაც 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ალბათ, საკრებულოს თავმჯდომარედ ვიხილავთ.

სხვათა შორის, თავად „ოცნებაში“ არ მალავენ, რომ ამ ადამიანზე ბევრი კომპრომატი არსებობს და მხოლოდ ძიძიგურმა იხსნა დაჭერისგან.
ასევე, პარადიქსულია სენკის საკრებულოს თავმჯდომარის საკითხი. გუბურნატორის მოადგილე, კახა რუსია, თუ გახსოვთ, თავის დროზე საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადადგა და ლევან შონიას მოადგილე გახდა, თან ულტიმატუმი წამოაყენა, რომ გამგებლობა უნდოდა, მაგრამ როგორც „კორუფციისადმი მიდრეკილ ელემენტს“ უარი უთხრეს და საკრებულოს თავმჯდომარეობა შესთავაზეს. ამის გამო რუსია განაწყენდა და, როგორც მე ვიცი, არ აპირებს „ოცნების“ სიაში ყოფნას და კენჭს დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო და დასძენს, რომ რუსია მთლიანად აკონტროლებს სენაკის საარჩევნო კომისას და შესაბამისად, გამგებლობის კანიდატ ლევან კუპრეიშვილსაც გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის.

„ჩემს ხელთ არსებუი ინფორმაციით, ბრძოლის მთავარი არენა მაინც ზუგდიდი იქნება, სადაც „ნაცებს“ ძველი ძალაუფლების დაბრუნება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სანდრა რულოვსის წაგების გამო რევანში სურთ. ამიტომ, შემიძლია, ასპროცენტიანი სიზუსტით გითხრათ, რომ ყოფილი მმართველი პარტია მთელ თავის რესურსს სწორედ ზუგდიდზე დახარჯავს,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო და განმარტავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია უტყუარია.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის ფერდობზე ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარზეა გავრცელებული
შემდეგი სტატიამთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის გამო, ფუნიკულიორის სარკინიგზო გზა დროებით დაიკეტა