“ნაციონალები” ნარმანიას დაკითხვას ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის ფაქტზე განხილვას იწყებს. საკრებულოს ოპოზიცია კი აღნიშნულ საქმეზე დედაქალაქის მერის დაკითხვას ითხოვს. “ენმ”-ს საკრებულოს დეპუტატის, მარიკა დათუკიშვილის თქმით, ამ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს

ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით სასმართლოს, რომ მოწმის სახით იქნეს დაბარებული დავით ნარმანია იმიტომ, რომ სასამართლო იძლევა საშუალებას, რომ იმ პასუხგაუცემელ კითხვებზე აქ მაინც მივიღოთ ჩვენ პასუხი და ნაზღაიძემ ბოლოს და ბოლოს თქვას, თუ ვინ დაავალა მას ამ ყველაფრის გაკეთება, თავის ინიციატივით გააკეთა, ამ კორუფციულ გარიგებაში თავისი ინიციატივით ჩაერთო, თუ საერთოდ რა მოხდა ამ მძიმე ვითარებასთან დაჯკავშირებით. ამიტომ ჩვენ დღეს შევიტანეთ ეს შუამდგომლობა და ვფიქრობთ და გვსურს, რომ სასამართლომ სახე შეინარჩუნოს, გაუძლოს ამ გამოწვევას და ბატონი ნარმანია დაბარებული იქნას მოწმის სტატუსით” აცხადებს დათუკიშვილი.

banner
წინა სტატიაში“ენმ” ოთარ ფარცხალაძის წინასწარ პატიმრობას ითხოვს
შემდეგი სტატიაფილარმონიაში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა არ შედგა