„ნაცი“, ჩახდილი „გირჩი“, გვარამია და დანარჩენი უსამშობლოები, არის ერთი გაერთიანება – ზარქუა

როგორც „ნაცი“, ის ჩახდილი „გირჩი“, გვარამია და დანარჩენი უსამშობლოები – ეს არის ერთი გაერთიანება. ერთნი არიან, გესმით? სიაში იქნებიან ერთად თუ რაღაც პლატფორმას მოიგონებენ, “ლოკალური ომის ქარტია” დავარქვათ ამას, რა მნიშვნელობა აქვს? სალომემ საკონტროლო ესროლა, რომ დიახ, უნდა გაერთიანდეთ – კიდევ ერთხელ მადლობა მადამ პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის, რომ ყველა ერთად გააერთიანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ გამოეხმაურა.

ზარქუას შეფასებით, აღნიშნული ინიციატივის განცხადებით, ქართველ საზოგადოებას ახლა უფრო გაუმარტივდება არჩევანის გაკეთება.

„ადრეც ვამბობდით და ახლაც კიდევ უფრო მეტად მოხდა ამის დემონსტრირება, აფიშირება, არგუმენტაცია. არანაირი განსხვავებული ძალები არ არსებობს, არ არსებობს განსხვავებული მიდგომები ფილოსოფიის მქონე ოპოზიციის პარტიები. ყველანი არიან ერთნი, „მწვალებელთა პარტიის“ გადმონაშთი. რანაირად შეიძლება შენ „ნაციონალურ მოძრაობა“ დააყენო ცალკე და გვარამია-მელიას მოძრაობა ცალკე? თუ ის ჩახდილები, “გირჩის” მოძრაობა დააყენო ცალკე? კიდევ ერთხელ მადლობა მადამ პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის, რომ ყველა ერთად გააერთიანა, რომ ჩვენ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდეთ არჩევანის გაკეთება ამ მწვალებელთა პარტიას და მშვიდობის გარანტ პარტიას შორის, ეკონომიკურ სანქციებზე და რუსეთის ეკონომიკაზე მიმბმელ პარტიას და ჩვენს პარტიას შორის, რომელიც არა ვიღაცის კარნახით, არამედ ჩვენი საზოგადოების, ქართული ეკონომიკის ინტერესების კარნახით მოქმედებს. როგორ შეიძლება ეს ორი პარტია ერთმანეთს შეადარო? ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა.

აქ მნიშვნელოვანი დეტალი იყო. პრეზიდენტმა იძახა „იმნაირები“, განსხვავებული კი არა „იმნაირები“ თუ რაღაც ასეთი ტერმინი გამოიყენა. „ევროპული, იმნაირიო“. კითხვას ვსვამ, ევროპული რანაირად შეიძლება ჯალათი გვარამია იყოს? თუ რადგან სათვალეს გაიკეთებს და შარვალს ჩაიწევს დაბლა, რაღაც მოკლე შარვლით რომ დადის, ამიტომ ის ევროპული გახდება, ევროპული ღირებულებების მატარებელი გახდება? არა, ზუსტად “იმნაირები” არიან ესენიც ყველა ერთად, რაც თქვა და სწორი თქვა. ამათ საერთო არაფერი აქვთ ქართულ ტრადიციასთან, ინტერესებთან, ადათ-წესებთან, ეკლესიასთან. ამიტომ არიან “იმნაირები” და სწორია ამ შეფასებაში, ქალბატონ პრეზიდენტს ვეთანხმები. “იმნაირების” გაერთიანება იქნება. “იმნაირები”, მწვალებლები, რეკეტიორები, კრიმინალები, უსამშობლოების გაერთიანებაა, ხოლო აქეთ იქნება ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ქართულ ინტერესებს დაიცავენ, მიუხედავად იმ დასანქცირებისა. რაღაც მოიგონეს. ქართველი ვარ, ამ ღირსეული ქვეყნის, ერის შვილი, რა სანქციებით უნდა დამაშინოთ ან დაგვაშინოთ?

როგორც „ნაცი“, ის ჩახდილი „გირჩი“, გვარამია და დანარჩენი უსამშობლოებიც – ეს არის ერთი გაერთიანება. ერთნი არიან, გესმით? სიაში იქნებიან ერთად თუ რაღაც პლატფორმას მოიგონებენ, ლოკალური ომის ქარტია დავარქვათ ამას, რა მნიშვნელობა აქვს? სალომემ საკონტროლო ესროლა, რომ დიახ, უნდა გაერთიანდეთ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიჩანაწერი რომ გაფუჭდებოდა, ერთსა და იგივე ფრაზას ავტომატურად იმეორებდა, აი, ზუსტად ასე იქცევით – იონათამიშვილი მსხალაძეს
შემდეგი სტატიაიურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო რუსულ კანონზე დაძლია