“ნაცემია, სავარაუდოდ ქართველმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს” – აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის სკანდალური განცხადება

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ადვოკატი აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის თავს სამი პირი, თბილისში საცხოვრებელ სახლთან დაესხა.
მისი თქმით, ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჟურნალისტის ვარაუდით ისინი ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ. ადვოკატის თქმით, აფგან მუხთარლის სავარაუდოდ მათვე ჩაუდეს ათი ათასი ევრო.

„ის ნაცემია და ამბობს, რომ მოტეხილობებიც აქვს. ყვება რომ თბილისში 3 ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც მისი აზრით ქართველები იყვნენ. მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სცემეს. ის ამბობს, რომ ეს ადამიანები სპეცრაზმელები იყვნენ. შემდეგ კი ბაქოში ჩამოიყვანეს და ჯიბეში ფული ჩაუდეს. ამჟამად მას ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდა. დღეს გადაწყდება მისი წინასწარი დაკავების საკითხი,”-ელჩინ სადიყოვი.

banner
წინა სტატიაში“გავემზედო…. უდრტვინველი ტრანსპორტირებისთვის?” – თარგამაძე მისი რუსეთისთვის შესაძლო გადაცემაზე
შემდეგი სტატიაოზურგეთში ორსართულიანი სახლი დაიწვა