“ნაცებს“ ქვეყნის ასარევად მეტი რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ – ამერიკელებს „ქართული ოცნების“ ხალხზე კომპრომატები აქვთო და ამით იმუქრებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, „უჩა აბაშიძის მორალის ხალხი კასრის სინდრომისგან ვერ გათავისუფლდა, რაც დიაგნოზია და ოპონენტების სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს“.
„საინფორმაციო გამოშვებებს ამით იწყებენ და სოცქსელებშიც სტატუსს სტატუსზე წერენ. ანუ, იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონში არსებობს კასრები, სადაც ჩვენზე კომპრომატები ინახება, რომლებსაც გამოგვიქვეყნებენ და ჩამოგვშლიან. მე მაინც მგონია, რომ სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ“, – წერს იონათამიშვილი.