„ნაცების რეჟიმიც მაგ შეცდომან დაანგრია და ქოცებსაც ეს შეცდომა მოუღებს ბოლოს“ – ხაბურზანია

„დიდი შეცდომაა მედია სივრცის ჩაკეტვა“ – წერს რუსთავი 2-ის პროექტების პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია და სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

გიორგი ხაბურზანია: „არსებობს მარტივი ჭეშმარიტება. ქვეყანა შეიძლება იყოს ღატაკი და უპერსპექტივო, მაგრამ ხალხი იყოს წყნარად თუ მათ გამოხატვის თავისუფლება და მთავრობის ღიად გინების საჯარო სივრცე აქვთ. ასეთ მოდელს შეუძლია დიდხანს გასტანოს.
ასევე არსებობს მოდელი რომ ქვეყანა იყოს მდიდარი, მყიდველუნარიანი საშუალო ფენით, ცხოვრების მაღალი ხარისხით და ამ ქვეყაბაში იყოს შეზღუდული სიტყვის თავისუფლება და იყოს აკრძალული მთავრობის გინება. ასეთი მოდელიც სიცოცხლის უნარიანია და ასეთი მთავრობებიც დიდხანს არსებობენ.
მაგრამ თუ სტალინის რანგის ან კიმ იან უნგის დონის დიქტატორი არ ხარ, მოდელი სადაც ხალხს უკიდურესად უჭირს და თან მთავრობას ვერ აგინებს, დიდი ხანი ვერ გასტანს. მითუმეტეს საქართველოში სადაც ხალხს გულის მოფხანა და განტვირთვა ჭირდება.
ასე, რომ დიდი შეცდომაა მედია სივრცის ჩაკეტვა, ნაცების რეჟიმიც მაგ შეცდომან დაანგრია და ქოცებსაც ეს შეცდომა მოუღებს ბოლოს. ჩვენ სკანდინავია არ ვართ, რომ თავისუფლება და განვითარება ერთად გვქონდეს, მაგრამ თუ არ გვავქს ერთი არც შუა აზია არ ვართ რომ ორივეს არ ქონა დიდხანს მოვითმინოთ.“

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის წარმომადგენლობა „რ2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებას 3 საათზე გააკეთებს