„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – აშშ-ს საელჩოს განცხადება მთავრობის ინიციატივაზე

აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
“ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ წარმოდგენილ წინადადებათა პაკეტს, რომელიც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ კავშირების გაუმჯობესებას.
ეს ღონისძიებები დაეხმარება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას და უზრუნველყოფს მობილობის შესაძლებლობების ზრდას, საარსებო სახსრების გაუმჯობესებასა და განათლების ხელმისაწვდომობას.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი.
ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.” ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ დაწესებულებაში სააღდგომო ამანათების შეგზავნა დღეიდან იწყება
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაცია – პრემიერ-მინისტრი ტყიბულში განვითარებულ მოვლენებსა და დაშავებულთა ჯანმრთელობაზე ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში იღებს