“ნაბიჯი უკან არ იქნება” – გიორგი კვირიკაშვილი მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვაზე

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მარჯვენასაჭიან მანქანებთან დაკავშირებით ისაუბრა. პრემიერმინისტრის თქმით, მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ნაბიჯი უკან არ იქნება.

გიორგი კვირიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები ვისაც უკვე ჰყავთ, გაყიდვა, ან გადაფორმება თავისუფლად შეუძლიათ.

“საქართველოში არსებული უკვე შემოტანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს მათ გადაფორმებას რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ შეეძლებათ. არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, არავინ ამ ადამიანების საკუთრებას არ ეხება. საუბარი იყო ვადაში შეზღუდვაზე, ახალი პარტიების შემოტანის შეზღუდვაზე. ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს, რადგან დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა. გადატვირთულია მოძრაობა და ეს სიტუაცია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანგოლელი მებრძოლის ოჯახი Call of Duty-ის შემქმნელებს უჩივის
შემდეგი სტატიაპრემიერმინისტრი შს მინისტრს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს