ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ კრიზისის დაძლევისკენ – ხაზარაძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

“ლელო საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხდებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მხარეები კრიზისის დაძლევისკენ მიდიან. ეს კომენტარი მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივდივართ კრიზისის დაძლევისკენ, ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, კონსტრუქციული, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დანიელსონს მადლობა გადავუხადო, საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩაატარა მან ბოლო 2 დღის განმავლობაში, იმედი მაქვს უახლოესი საათები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 მარტს კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. მედიაციის პროცესი გრძელდება.

banner
წინა სტატიაშითანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა
შემდეგი სტატიაკრისიტიან დანიელსონთან მოლაპარაკებაზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ფორმასა და დროზე მსჯელობენ