N7 პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი კვლავ ითხოვს N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებას.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებიდან გამომდინარე გაეუქმებინა N7 დაწესებულება.

სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, სამინისტრო ამ ეტაპზე, ვერ იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების სრული ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა უახლოეს მომავალში, იგეგმება დაწესებულებაში განთავსებულ პატიმართა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება და მსჯავრდებულების შესაბამისი რისკის დაწესებულებებში გადანაწილება, ასევე იგეგმება N7 დაწესებულების სრულყოფილი რეაბილიტაცია და დაწესებულების პირველი სართულის სრული გაუქმება. ამასთან, დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტის მნიშვნელოვნად შემცირება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის თებერვალში N7 დაწესებულებიდან უკვე განხორციელდა N6 დაწესებულებაში 19 მსჯავრდებულის გადაყვანა.

banner
წინა სტატიაშიGulf Air საქართველოს ავიაბაზრით ინტერესდება
შემდეგი სტატია“პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ნახევარი შეიცვლება“