N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 143 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული PCR ტესტის ყველა პასუხი არის უარყოფითი

ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში ამჯერად ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს PCR ტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს და პატიმრებს და მათ ოჯახებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – ივანიშვილი ქართველი ერისთვის არის ბოროტი ძიძა
შემდეგი სტატიათბილისის მერია მარტოხელა მოხუცების დახმარებას აგრძელებს