N5 პენიტენციურ დაწესებულებას სამეწარმეო ორგანიზაცია ”The Powerful Woman”-ის დამაარსებელი მეგან ვორდი სტუმრობდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, ამერიკული სამეწარმეო ორგანიზაცია ”The Powerful Woman”-ის დამაარსებელი მეგან ვორდი ესტუმრა და ქალი მსჯავრდებულებისთვის პრეზენტაცია გამართა.

მეგან ვორდმა მსჯავრდებულ ქალბატონებს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა, მათ კითხვებსაც უპასუხა და ის დეტალებიც გაუმხილა, თუ როგორ უნდა გახდეს ქალი ბიზნესში წარმატებული. მეწარმე ქალბატონმა მსაჯავრდებულებთან სამომავლო თანამშრომლობაზეც გამოთქვა მზადყოფნა და აღნიშნა, რომ მისი კომპანია მზადაა, ერთ-ერთ მსჯავრდებულ ქალბატონს, რომელიც ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტს, ბრენდის აღმნიშვნელი ლოგო დაუმზადოს.

,,საინტერესო შეხვედრა მქონდა, რადგან გავიცანი ქალბატონები, რომელებიც პოზიტიურად ამბიციურები არიან და კარგად ესმით, თუ რამხელა ძალა აქვს ქალს. მათ აქვთ სურვილი, შეიძინონ ახალი პროფესია და დაიწყონ ახალი საქმე. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ“, – განაცხადა მეგან ვორდმა.
დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, წარმატებული ადამიანების სტუმრობა მსჯავრდებულებისთვის დიდი სტიმულია და მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

მეგან ვორდმა დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის, სამლოცველო კუთხე, მცირე სამკერვალო საწარმო, სილამაზის სალონი, ფიტნესის ოთახი და მაღაზია. შეხვედრის დასასრულ, მეწარმე ქალბატონს მსჯავრდებულებმა საკუთარი ნამუშევრები საჩუქრად გადასცეს.
შეხვედრა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე: აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ
შემდეგი სტატიასაგანგებო ბრიფინგი სუს-ში