მძღოლების მორიგი აქცია ზუგდიდში – დაკავებულია აქციის 10 მონაწილე

დღეს ზუგდიდი-თბილისის და სხვა საქალაქთაშორისო და მიკროავტუსების და ავტობუსების მძთოლების ორიიგ აქცია გაიმართა ზუგდიდიში. აქციის დროს დაპირისპირება მოხდა. აქციის მიმდინარეობის დროს ავტოსადგურის ტერიტორიაზე “მეტრო პლიუსის” ავტობუსები გამოჩნდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტობუსებს კვერცხები დაუშინეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის 10 მონაწილე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავა. ავრტობუსებს პოლიციის ქვედანაყოფები იცავენ, თუმცა გზის მეორე მხარეს მძღოლების აქცია მაინც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მძროლები “მეტრო პლიუსის” ზუგდიდის სატრანსპორტო ბაზარზე შესვლას აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე: პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ტრიბუნა, რომ მოსახლეობას ჩვენი პოზიცია გავაცნოთ
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: ევროკავშირს გააჩნია ნულოვანი ტონელარნტობა სექსუალური ძალადობის მიმართ