„მზიურში“ სოციალური კაფე გაქურდეს

თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“ მდებარე სოციალური კაფე გაქურდეს. შემთხვევა დილით მოხდა.

კაფეს მფლობელის განცხადებით, წაღებულია ლეპტოპი, ტელეფონი, აიპოდი და 165 ლარი. მისივე თქმით, ქურდობა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. ისინი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

ფაქტს ექსპერტ-კრიმინალისტები იძიებენ.

საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის საიდუმლო შეხვედრა – ბაკურიანში აუდიენციას ფედერაციის პრეზიდენტის ძმაც ესწრებოდა
შემდეგი სტატიაჩემი მიზანია, უფრო კვალიფიციური შეკითხვების პასუხები მქონდეს – რომან კაკულია ქობულიას შეკითხვებს დაუსვამს