მზიურის პარკთან სროლა იყო – დაჭრილია ერთი პირი

სროლა თბილისის ცენტრში – მზიურის პარკთან მდებარე ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში რამდენიმე საათის წინ 2 გასროლის ხმა გაისმა. შედეგად ერთი პირი დაიჭრა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაპირისპირებული მხარეები სამშენებლო სექტორში პარტნიორები არიან და მათ საქმიანობიდან გამომდინარე ერთმანეთში კონფლიქტი ჰქონდათ.

არსებული ინფორმაციით, ისინი კომპანია “ჯიემჯი-ში” იმყოფებოდნენ რა დროსაც ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ, მოგვიანებით კი რამდენჯერმე გაისროლეს, რის გამოც ერთ-ერთი მეწილე ფეხში დაიჭრა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ტარებით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთში, უკრაინული ბატალიონის ტყვედ ჩავარდნილ მებრძოლებს ასამართლებენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციის და სრულიად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები – ჯაფარიძე