მზიურის პარკში ღონისძიება „აფხაზეთი ფერებში“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მზიურის პარკში ღონისძიება „აფხაზეთი ფერებში“ მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ღონისძიებაზე მხატვრებისთვის ონლაინ კონკურსების „აფხაზეთი ფერებში“ და ფოტოკონკურსი „საერთო ტრადიციებით, საერთო მომავლისკენ“ გამრჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

„ღონისძიების ფარგლებში კონკურსებში გამარჯვებულებს სიგელები, სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო გადაცათ, ასევე მზიურის პარკში საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის „აფხაზეთი ფერებში“ პრეზენტაცია გაიმართა.

გამარჯვებულ კონკურსანტებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა დავით ფაცაციამ გადასცეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკახეთში ორ არასრულწლოვანს ეძებენ
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მეხანძრე-მაშველის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს