მზია გარშაულიშვილმა დაკავებულ სამ პირს, ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძეს და რამაზ მამულაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა დაკავებულ სამ პირს, ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძეს და რამაზ მამულაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ორ მათგანს – ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალი ორი მუხლით ედება: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
ავთანდილ სურმანიძეს კი ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

აღნიშნულ პროცესზე ბრალდებულთა შორის იყო ია დარახველიძე, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიია დარახველიძეს სასამართლომ 10 ათასი საპატიმრო გირაო შეუფარდა
შემდეგი სტატიარეჟიმის სატელიტი მოძრაობა EU-ში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს