მზია ამაღლობელს ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ჯილდო გადაეცა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ ქარტიის პრიზი 2025-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოცხადდა.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აერთიანებს მედიის საკითხებზე და მედიის წარმომადგენელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას საქართველოში.

banner
წინა სტატიაშისენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაბელარუსის პრეზიდენტმა 123 პატიმარი გაათავისუფლა