მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია მიენიჭა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის მფლობელია. მასთან ერთად პრემია მიიღო ბელარუსელმა ჟურნალისტმა ანდჟეი პაჩობუტმა.

სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის და აღიარებს და ეხმარება იმ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ აზრის თავისუფლების დაცვის საქმეში.

პრემია 1988 წელს დაარსდა და საბჭოთა დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს – პრემია აღიარებს ისეთ სფეროებში გაწეულ ძალისხმევას, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებები და კანონის უზენაესობა.

სახაროვის პრემიის ყველაზე გავლენიან მფლობელებს შორისა არიან ნელსონ მანდელა, პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაი, რუსი ოპოზიციური ლიდერი ალექსეი ნავალნი. 2022 წელს პრემია გადაეცა უკრაინელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინაშე გაწეული წინააღმდეგობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვისთვის

banner
წინა სტატიაში“სოკარის” საკუთრებაა – რომან გოცირიძე ყულევში შემოტანილ რუსულ ნავთობზე
შემდეგი სტატიაPOG: დავაკავეთ ლილუაშვილთან დაკავშირებული კობა ხუნდაძე, სახლიდან ამოღებულია $1 319 000