მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა 10%-მდე შეუმცირდა – ადვოკატი

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაპატიმრების შემდეგ გაუარესებულია – ამის შესახებ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ვივამედში“ 6 თებერვალს ჩატარებული კვლევის თანახმად, მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა 10%-მდე შეუმცირდა.

სათვალით კორექციის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40 %-მდე. მაშინ, როდესაც დაკავებამდე ფორმა 100-ით, სათვალის შემთხვევაში ჰქონდა მას შანსი 90 %-მდე გაეზარდა.

ახლა ამის შანსი აღარ აქვს. ხოლო მარცხენა თვალში მისი მხედველობა გახლავთ 0,04 %. შესაბამისად, მზია ამაღლობელის მარცხენა თვალის გარჩევადობა ფაქტობრივად სინათლე-სიბნელის ტოლია“, – აღნიშნა უფლებადამცველმა.

ადვოკატის თქმით, მარცხენა თვალიდან მზია ამაღლობელი პრაქტიკულად ვეღარ ხედავს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტის მკვლელობა ორჯერ სცადეს – ვასილი მალიუკი
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძის მთავარი გზავნილი დაპატიმრებამდე: “ცეცხლი ოლიგარქიას!”