მზია ამაღლობელს ერთ თვალზე მხოლოდ 30% აქვს მხედველობა, მეორეზე კი – 0 – გელა მთივლიშვილი

“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, დაკავებულ ჟურნალისტს ერთ თვალზე მხოლოდ 30% აქვს მხედველობა, მეორეზე კი 0.

მედიამენეჯერის მდგომარეობას მისი მეგობრები წამებას უწოდებსნ.

საგანგაშო ამბავი გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო სხდომაზე – მზიას ისედაც ჰქონდა მხედველობის პრობლემა, რაც პატიმრობის პირობებში კრიტიკულად გაუარესდა. სამედიცინო დასკვნით, მას ერთ თვალზე მხოლოდ 30%-ღა აქვს მხედველობა, მეორეზე კი 0. თუ დაპატიმრებამდე ჩატარებული კვლევებით (დოკუმენტურად დასტურდება) მხედველობის შენარჩუნება და გაუმჯობესება შესაძლებელი იყო სამედიცინო ჩარევით, ახლა აღარ!
ეს არის წამება!”- წერს ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე -არ არსებობს ძალა, რომ მე და ჩემს გუნდს შეგვეშინდეს