“[მზია ამაღლობელის] წინასწარი პატიმრობის გაგრძელება არის დაუსაბუთებელი და სერიოზულად ვარ შეშფოთებული მისი სიტუაციით,” – ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტმა განაცხადა.
ო’ფლაერტი თბილისში იმყოფებოდა და რეჟიმის პატიმარი, მოშიმშილე მზია ამაღლობელი ციხეში მოინახულა.
“იმის განსჯის გარეშე თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული სამომავლოდ მის [მზია ამაღლობელის] ბრალდებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ახლა წინასწარი პატიმრობის გაგრძელება არის დაუსაბუთებელი და სერიოზულად ვარ შეშფოთებული მისი სიტუაციით,” – წერს მაიკლ ო’ფლაერტი.