“2025 – მომაკვდინებელი წელი ჟურნალისტებისთვის: სადამდე მივყავართ სიძულვილს და დაუსჯელობას”- ასე ქვია RSF-ს ანგარიშს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და 2024 წლის პირველი დეკემბრიდან 2025 წლის 1 დეკემბრამდე მედიის მდგომარეობას ასახავს მსოფლიოში.
“ქართველი ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების — „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელ მზია ამაღლობელს, რომელიც 2025 წლის იანვარში აშკარად უსაფუძვლო და არაპროპორციული ბრალდებებით დააკავეს, 2025 წლის 6 აგვისტოს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მრავალი პროცედურული დარღვევით მიმდინარე უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ.
ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს. ეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ავტორიტარიზმისკენ სერიოზული გადახრის ნიშანია”, – წერს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” თავის ყოველწლიურ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2025 წელს მსოფლიოში 67 ჟურნალისტი მოკლეს, ამჟამად 503 ჟურნალისტია დაკავებული. “რეპორტიორი საზღვრების გარეშეს” მონაცემებით, ჩინეთი “კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე დიდ ციხად ჟურნალისტებისთვის” 121 დაკავებული ჟურნალისტით, რუსეთი კი მეორე ადგილზეა 48 დატყვევებული ჟურნალისტით, რომელთაგან ნახევარი უკრაინელია.

















