მზია ამაღლობელი „ვივა მედიდან“ გაწერილია, მაგრამ პენიტენციურ სამსახურს არ გადაჰყავს-ადვოკატი

მზია ამაღლობელი ისევ „ვივა მედშია“, ექიმების მიერ გაწერილია, ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

„მზია ამაღლობელი ისევ „ვივა მედშია“, „ვივა მედში“ ვნახე. არ ვიცი, რა ხდება, ექიმების მიერ გაწერილია, თვითონ ითხოვს გადაყვანას და პენიტენციურს არ გადაჰყავს“, – აღნიშნა ქათამაძემ.

ცნობისთვის, საია-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ იგეგმებოდა მზია ამაღლობელის „ვივა მედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიებას შესაწყვეტად ამზადებს-მეზვრიშვილი
შემდეგი სტატიაევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ორწლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც 1 568 328 ევროს შეადგენს