გერმანელი ევროპარალმენტარმა, ლენა შილინგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მზია ამაღლობელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ის წარმოადგენს ყველაფერს რისიც ავტორიტარულ მთავრობას ეშინია.“
ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, “მისი დაპატიმრება არ არის მხოლოდ მის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირის გვერდით.“
მე დავესწარი მზიას ერთ-ერთ უსამართლო სასამართლო სხდომას. ჩვენი თავისუფლება ეყრდნობა პრესის თავისუფლებას და ეს არ უნდა შეიზღუდოს. მზია წარმოადგენს ყველაფერს რისიც ავტორიტარულ მთავრობას ეშინია. სიმართლეს, სიმამაცეს, რწმენას, რომ ჟურნალისტიკას ისევ შეუძლია დემოკრატიის დაცვა და მისი დაპატიმრება არ არის მხოლოდ მის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირის გვერდით. ეს არ არის მხოლოდ პათეტიკური სიტყვები, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და ყოველ დღე იბრძვით ამისთვის. მზია უარს ამბობს გაჩუმებაზე, ისევე როგორც ჩვენ. ეს ქეისი აჩვენებს, რა მიმართულებით მიდის საქართველო . ეს არის ევროკრატიული რეჟიმი, რომელიც არის რუსეთის გავლენის ქვეშ, – განაცხადა შილინგმა.

















