მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მისი წერილიდან გახდა ცნობილი, რომელიც ვივა მედთან ეთერ თურაძემ წაიკითხა:

“ბათუმში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის, 2 არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ, მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების , კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ, თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ” – წერს მზია ამაღლობელი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ევროკავშირის ელჩზე: იმის ნაცვლად, რომ მოშიმშილე პატიმარს მოუწოდებდეს, შეწყიტოს შიმშილობა, ყველაფერს აკეთებს, პროცესი წაახალისოს და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმოს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე საგამოძიებო კომისიაზე: ბევრ რამეს გაიგებს საზოგადოება – ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი