მზია ამაღლობელი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება.

საქმეს განიხილავდნენ ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.

პროკურორები თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მისთვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით.

დაცვის მხარე მოითხოვდა მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დღევანდელ სხდომაზე სწორედ ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოუსმინა სასამართლომ.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, მას მსჯავრი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – მინდა, ოფიციალურად დავასახელო მზია ამაღლობელი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად
შემდეგი სტატიამოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის დედა, საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს