მზე იყო დღეს და გონება განათებია სალომე ზურაბიშვილს და ამბობს ავტორიტარიზმია ქვეყანაში პრობლემა გვაქვს და სასამართლოს მიმართულებით კატასტროფულ პირობებში ვართო – ხაბეიშვილი

“ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. მზე იყო დღეს და გონება განათებია სალომე ზურაბიშვილს და ამბობს ავტორიტარიზმია ქვეყანაში პრობლემა გვაქვს და სასამართლოს მიმართულებით კატასტროფულ პირობებში ვართო. თუმცა ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია. იგივე, სასამართლოს არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სააკაშვილის და გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, მას პირადად შეუძლია ამის მოგვარება და ასევე, როცა ავტორიტარიზმზე საუბრობს, ასევე მას აქვს კონკრეტული ბერკეტები, რომელიც შეუძლია გამოიყენოს, მაგრამ ამას არ აკეთებს, ის გვიყვება რა პრობლემებშიც ვართ და ვიცით და იციან საქართველოს მოქალაქეებმა და შემოგვჩივლა, მე კი ყველაფერი ვიცი, ინსტრუმენტებიც კი მაქვს, მაგრამ ჩემი თავი გამჭირვებია და აბა სამართლიან ნაბიჯებს როგორ გადავდგამო.” –

ამბობს ენმ-ს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე.

banner
წინა სტატიაშიხარკოვზე რუსული ძალების თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიასომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს