“მზარდ ვართ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება განახლდეს”

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი მზად არის მოწმეებს თავიდან მოუსმინოს – ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტში სამთავრობო გეგმის მოსმენის დროს განაცხადა.

“ევროპული საქართველოს” დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა პრემიერობის კანდიდატს ვანო მერაბიშვილის საქმესა და მისი ციხიდან გაყვანის შესახებ ჰკითხა.

„ნუთუ არ მიგაჩნიათ პრობლემად, რომ სახელმწიფო მე-18 მუხლზე ევროკონვენციისა მარცხდება სტრასბურგის სასამართლოში“-ჰკითხა კანდელაკმა ბახტაძეს.

კითხვაზე პასუხის გაცემა მამუკა ბახტაძემ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს სთხოვა.

წულუკიანის თქმით, სრულიად გაუგებარია ოპონენტების კრიტიკა, რომლებიც სახელმწიფოს ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე -18 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ. თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა არ არღვევს კანონს და არ წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას.

„სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატის გადაწყვეტილების თანახმად ბატონი ვანო მერაბიშვილის დაკავება იყო კანონიერი და ევროპული კონვენციის შესაბამისი,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ ახდენს არანაირ გავლენას მისი პატიმრობის კანონიერებაზე.

“ჩვენ ვართ მზად, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე, რომელიც როგორც სტრასბურგის სასამართლომ თქვა არანაირ გავლენას არ ახდენს პატიმრობის კანონიერებაზე, გამოძიება განახლდეს”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიზირებული სუს-ი და ბახტაძის მიერ დაფინანსებული ენმ – პრემიერობის კანდიდატმა ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებს უპასუხა
შემდეგი სტატია“როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” – ბახტაძე აფგან მუხთარლის საქმეზე