მზადება საპროტესტო საღამოსთვის – სამოქალაქო აქტივისტები “დინამო არენასთან“ იკრიბებიან

დღევანდელი საპროტესტო საღამოსთვის მოქალაქეებმა სამზადისი უკვე დაიწყეს. ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები “დინამო არენასთან“ იკრიბებიან. მათ ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“

ხალხი მსვლელობით აპირებს ქუჩების შემოვლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუხსნან, რატომ არის საჭირო, რომ ამ საღამოს დიდ საპროტესტო აქციას ბევრი ადამიანი შეუერთდეს. დაგეგმილია პერფორმანსებიც.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი სპეციალურდ მოვიდნენ იმ ადგილას, სადაც სავაჭრო ცენტრებია, რადგან იმედი აქვთ, რომ ბევრ ადამიანს შეახსენებნ, როგორი შავი წელიწადი გამოიარა ქვეყანამ.

დიდი აქციია საღამოს დაანონსებული და მანამდე ჩვენ გადავწყვიტეთ, რადგან შავი პარასკევია და სწორედ დღეს სრულდება ერთი დიდი შავი წელიწადი ქვეყნისთვის, გადავწყვიტეთ მოვიდეთ სწორედ იქ, სავაჭრო ცენტრებთან, სადაც ბევრი ადამიანი დადის და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ყველასთვის, როგორი შავი წელი გამოიარა საქართველომ და მათ შორის დავპატიჟოთ ყველა საპროტესტო აქციაზე, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თორნიკე რაზმაძემ.

მათივე თქმით, დღის განმავლობაში იქნება სხვადასხვა პერფორმანსები, ქალაქის სხვადასხვა კუთხეში.

banner
წინა სტატიაში“და რა არის გასაპროტესტებელი? მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი ნაცი თუ გააპროტესტებს. ეს პროტესტი არაფერ არ მეუბნება” – კალაძე შერმადინის რეზონანსულ “მადლობაზე”
შემდეგი სტატიავინ არის მოსამართლე თეა ლიონიძე, რომელსაც სააპელაციოში სინდისის 11 პატიმრის საქმე დაეწერა?!