მზადდება პუტინის ვიზიტი აფხაზეთში

რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტს დიპლომატიური არხებით “ამუშავებენ” – ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
რუსულ მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინის შესაძლო ვიზიტი აფხაზეთში 8 აგვისტოსთვის იგეგმება. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება მის მიერ აღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას.
შეგახსენებთ, პუტინი უკანასკნელად აფხაზეთში იმყოფებოდა 2013 წელს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დსთ-ს საკითხებში კონსტანტინე ზატულინმა პუტინის აფხაზეთში მომავალი ვიზიტი თბილისში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს დაუკავშირა, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავინდებურად არ ცნობენ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

banner
წინა სტატიაშიცხინვალი შფოთავს
შემდეგი სტატიათეთრი სახლი მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს