“მზად ვიყავი ნებისმიერ გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისთვის” – მარიამ ჯაში

“მზად ვიყავი ნებისმიერ გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისთვის” – ეს განცხადება, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გააკეთა.

ჯაშის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ მან კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს, არ ყოფილა.

თუმცა, მისი განცხადებით, თუკი გუნდი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ის მზად არის დაემორჩილოს.

„უმრავლესობის შეხვედრამდეც, მე ვიყავი აბსოლუტურად მზად, რომ გამეზიარებინა ჩემი კოლეგების პოზიცია თუკი ისინი ჩავიდნენ პრინციპულად, რომ ჩემი განსხვავებული პოზიცია შეიძლება ყოფილიყო პრობლემური, მე მზად ვიყავი ნებისმიერ გადაწყვეტილებისთვის. მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისთვის. შეხვედრის შემდგომ, მე მოგახსენეთ შეხვედრის შედეგები, მას შემდეგ მსგავსი კომუნიკაცია არ მომხდარა და ბუნებრივია, შემდგომ შეხვედრებზე თუკი წამოიწევს ეს საკითხი, მზად ვარ განხილვისთვის. მე ისევ ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო სწორი და თუკი ეს შექმნის პრობლემას, მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ დამატებითი რაიმე უხერხულობა შევუქმნა კოლეგებს“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი აანონსებს, რომ რომან კაკულიასა და მარიამ ჯაშის საპარლამენტო თანამდებობიდან გადაყენებაზე გუნდი იმსჯელებს.

დარგობრივი ეკონომიკისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებს იმის გამო სჯიან, რომ არ მისცეს ხმა, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას.

მარიამ ჯაში ერთ-ერთია იმ უმრავლესობის ოთხ დეპუტატს შორის, რომლებმაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს
შემდეგი სტატიაისრაელის მოქალაქე სოფელ გერგეტთან გარდაცვლილი იპოვეს